ავტორი:

"ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა..." - რა გადაწყვეტილება მიიღეს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობაში" 5 დეპუტატთან დაკავშირებით?

"ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა..." - რა გადაწყვეტილება მიიღეს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობაში" 5 დეპუტატთან დაკავშირებით?

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დეპუტატები ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებდნენ - სხვაგვარად ჩვენ იძულებულები ვიქნებოდით, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცალმხრივად მიგვეღო , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

  • მისივე თქმით, არც ერთი დეპუტატი, რომელმაც დღეს ხმა მისცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „კლანის“ განმტკიცებას, არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თუმცა ისინი ამ დრომდე ფრაქციის წევრები იყვნენ.

ბოკუჩავას განცხადებით, პარტია გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველო ევროპის ნაწილი გახდეს და არ დაუშვებენ, რომ „კლანის“ გაძლიერება გაგრძელდეს, მათ შორის, ოპოზიციური დეპუტატების გამოტენებით.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არც ერთი დეპუტატი, რომელმაც დღეს ხმა მისცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „კლანის“ განმტკიცებას, არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თუმცა ამ დრომდე ეს ადამიანები ჩვენი ფრაქციის წევრები იყვნენ. კენჭისყრის შემდეგ ჩვენ ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა მრავალი საათის განმავლობაში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი გააკეთებდნენ განცხადებას ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით, რადგან ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მათ შეეძლოთ, რომ მიეღოთ მას შემდეგ, რაც მხარი დაუჭირეს სასამართლო სისტემაში კლანის განმტკიცებას. სხვაგვარად ჩვენ იძულებულები ვიქნებოდით, რომ ცალმხრივად მიგვეღო გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი და არ დავუშვებთ, რომ კლანის გაძლიერება გაგრძელდეს მათ შორის, ოპოზიციური დეპუტატების გამოყენებით“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ენმ-ს დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მწვავე კითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს, თავად გასცემენ პასუხს, რადგან ეს კითხვები ნამდვილად ლეგიტიმურია.

"არანაირ კომუნიკაციას ადგილი არ ჰქონია. მე მათ დავუსვი ერთი მარტივი კითხვა - როდის იყო ბოლოს, როცა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებასთან“ უნისონში იმოქმედა საპარლამენტო ფორმატში და ამის შესახებ არ ყოფილა არანაირი მსჯელობა ფრაქციის ფარგლებში. ასეთი შემთხვევა მათ ვერ დაასახელეს და ვერც დაასახელებდნენ. შესაბამისად, არანაირ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. იმედი მაქვს, რომ ძალიან მწვავე კითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს თავად გასცემენ პასუხს, იმიტომ რომ ეს კითხვები ნამდვილად ლეგიტიმურია“, - აღნიშნა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, როსტომ ჩხეიძემ, ნატო ჩხეიძემ და ნიკა მაჭუტაძემ განაცხადეს, რომ ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ.

წაიკითხეთ ასევე: