ავტორი:

ქუთაისში მაღაზია დააყაჩაღეს

ქუთაისში მაღაზია დააყაჩაღეს

ქუთაისში მაღაზიაში ყაჩაღობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი მამაკაცი ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა. როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოლარეს, თანხა წაიღო და მიიმალა.

ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.