ავტორი:

"რატომ არ ვთხოვთ პასუხს მთავარ რუსებს? სასტუმროებთან მარტივია?" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ყვარლის ტბასთან" მიმდინარე მოვლენებზე?

"რატომ არ ვთხოვთ პასუხს მთავარ რუსებს? სასტუმროებთან მარტივია?" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ყვარლის ტბასთან" მიმდინარე მოვლენებზე?

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ყვარლის ტბასთან" განვითარებულ მოვლენებს, სადაც რამდენი პირი დააკავეს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ყვარლის ტბის დედაც, მაგრამ რა გააკეთეს ისეთი, რასაც კობახიძეები ყოველ დღე არ აკეთებენ?! რატომ არ ვთხოვთ პასუხს მთავარ რუსებს? სასტუმროებთან მარტივია? რუსულ ოცნებას მივუვარდეთ ერთხელ კარგად და დასრულდება ყველა პუტინის მონის ბლატაობა.პ.ს. ისე, ყოველთვის ბანძი სასტუმრო იყო. აი, რუსების ხარისხის ზუსტად" - წერს ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, "ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს. სასტუმროსთან დილიდან ხმაურია. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები დააკავეს.

ადგილზე პროტესტი დილიდან დაიწყო და ამის მიზეზი გავრცელებული ინფორმაციია, რომლის თანახმად რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაზე“ იმყოფება.

"მთავარი არხის" ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.

ნახეთ ასევე: