ავტორი:

"თეთრი საღამო" კახეთში და ულამაზესი საპატარძლო - თაკო ნაცვლიშვილის წინა საქორწინო წვეულება: რა ფოტოებს აქვეყნებს ცნობილი მოდელი?

"თეთრი საღამო" კახეთში და ულამაზესი საპატარძლო - თაკო ნაცვლიშვილის წინა საქორწინო წვეულება: რა ფოტოებს აქვეყნებს ცნობილი მოდელი?

თაკო ნაცვლიშვილმა მეგობრებთან ერთად წინა საქორწინო წვეულება მოაწყო. გოგონები კახეთში, სასტუმრო „ვაზისუბნის მამულში“ გამარტოვდნენ და საღამოს ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

ფოტოებში ჩანს, რომ მეგობრებს ყველას თეთრი ფერის ტანსაცმელი აცვიათ. ერთ-ერთ ფოტოზე, თაკოს მეგობარი მომავალ პატარძალზე წერს: ყველაზე ლამაზი პატარძალი.

თაკო ნაცვლიშვილი და ოთო ხუროძე რამდენიმე წელია რაც შეყვარებულები არიან. ambebi.ge მათი სიყვარულის ისტორიის შესახებ, ჯერ კიდევ 2019 წელში წერდა. თუმცა წყვილი საკუთარი გრძნობების აფიშირებას სოციალურ ქსელში იშვიათად ახდენდა. ჩვენი ინფორმააცით თაკო და ოთო რამდენიმე თვეა რაც დანიშნულები არიან და ქორწილისთვის ემზადებიან.