ავტორი:

ცოფის ვირუსი ხონშიც დაფიქსირდა

ცოფის ვირუსი ხონშიც დაფიქსირდა

ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა. ვირუსი ძაღლს დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტმა, თემურ ლაჭყეპიანმა აცნობა.

არსებული ინფორმაციით, ძაღლმა რამდენიმე ადამიანი დაკბინა, მათ შორის ბავშვი.

თემურ ლაჭყეპიანის ინფორმაციით, ძაღლი რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, მოკვდა.

გასულ კვირაში ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ცოფის ვირუსი ერთ შემთხვევაში ოჯახის შინაურ ცხოველს, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს გამოუვლინდა. არცერთ შემთხვევაში ცხოველი აცრილი არ იყო.

გასულ თვეში კი, მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა.

  • ამის მიზეზი გახდა ის, რომ ცოფიანმა ძაღლმა რაიონში 22 ადამიანი დაკბინა.

ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ამ ვირუსით შეიძლება დაავადდეს ყველა თბილსისხლიანი ცხოველი (ძაღლი, კატა, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ვირი, მელა, ტურა, მგელი და სხვა). ცოფით ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფი ცხოველის მიერ კბენის, გაკაწრის ან რაიმე სახის კონტაქტის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ კლინიკას. ცოფის პრევენცია შესაძლებელია დროული ვაქცინაციით. ცოფის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ დაავადება 100% შემთხვევაში იწვევს სიკვდილს.

ასევე იხილეთ: