ავტორი:

უკრაინის რადას დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, Грузія-ს ნაცვლად ჩვენს ქვეყანას საქართველო უწოდონ - შესაბამისი კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირეს

უკრაინის რადას დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, Грузія-ს ნაცვლად ჩვენს ქვეყანას საქართველო უწოდონ - შესაბამისი კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირეს

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატები გამოდიან ინიციატივით, რომ, "Грузія" ნაცვლად ჩვენს ქვეყანას ოფიციალურად ეწოდოს ისტორიული სახელი - საქართველო. შესაბამისი კანონპროექტი უკრაინის რადას ოფიციალურ გვერდზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს დაარეგისტრირეს.

დოკუმენტის ავტორები არიან "ევროპული სოლიდარობის“ და მმართველი პარტიის, "ხალხის მსახურის" წარმომადგენლები.

კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ორი სახელმწიფოს დაახლოებას და საქართველოსთვის, რუსეთის გავლენით დამკვიდრებული სახელის მოშორებას.

"უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღოს ბრძანებულება იმის თაობაზე, რომ ოფიციალურ ლექსიკაში დამკვიდრდეს ქვეყნის ისტორიული სახელწოდება - "საქართველო", როგორც ოფიციალურ საკომუნიკაციო ენაში, ისე მასმედიაში. ქართველი ხალხი მოიხსენიებოდეს, როგორც ქართველები". - ნათქვამია დოკუმენტში.

წყარო