ავტორი:

"დამავალეს, გადმომეცა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირის პოზიცია" - როგორია ევროკავშირის გზავნილი რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ - პაველ ჰერჩინსკის კომენტარი

"დამავალეს, გადმომეცა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირის პოზიცია"  - როგორია ევროკავშირის გზავნილი რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ - პაველ ჰერჩინსკის კომენტარი

"რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო, აღედგინა ფრენები, მაგრამ მოითხოვდა შეთანხმებას მთავრობასთან - დამავალეს, 27 სახელმწიფოსთან შეთანხმებული გზავნილი გადმომეცა, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომელსაც დემარში გადასცა.

  • ევროკავშირის ელჩის თქმით, გამოხატეს შეშფოთება, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომ რუსეთის იზოლირება მოხდრეს, რათა შეცვალოს საკუთარი ქცევა.

"ჩვენ ახლახან გვქონდა ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან პირდაპირ ფრენებთან დაკავსირებით რუსეთსა და საქართველოს შორის. მე დამავალეს გადმომეცა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირის პოზიცია. ევროკავშირის პოზიცია შეთანხმებულია 27 წევრი სახელმწიფოს დედაქალაქების მიერ ბრიუსელში. მე თან მახლდნენ თბილისში წარმოდგენილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ელჩი. ჩვენ გადავეცით [ვიცე-პრემიერს], რომ ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომ მიიღოს რუსეთთან პირდაპირი ფრენები. ჩვენ გადავეცით, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის 27-ივე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვან გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთთან და რუსეთიდან და არ დართონ ნება რუსულ თვითმფრინავებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიის თავზე ფრენის. ჩვენ ასევე გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ რუსეთის იზოლირება მოვახდინოთ და ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე, რათა შეცვალოს საკუთარი ქცევა როდესაც საქმე ეხება სასტიკ, აგრესიულ ომს, რომელსაც რუსეთი ჯერ კიდევ აგრძელებს უკრაინაში.

სწორია, რომ ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომ აღედგინა ფრენები საქართველოსთან, მაგრამ ეს აგრეთვე მოითხოვდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან. ამიტომაც, დამავალეს, რომ გადმომეცა გზავნილი, რომელიც შეთანხმებულია 27 წევრ სახელმწიფოსთან, რომ ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომ დათანხმდეს პირდაპირ ფრენების აღდგენას რუსეთსა და საქართველოს შორის.

ქართულმა მხარემ, ვიცე-პრემიერმა მოგვახსენა არგუმენტები, რომელიც ჩვენ უკვე მოვისმინეთ, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ არც სანქცირებული ავიაზახები და არც თვითმფრინავები, რომელიც დასავლეთშია წარმოებული არ გამოიყენება, მაგრამ სამწუხაროდ ამას უფრო დიდი პოლიტიკური არსი აკლია. მსურს შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა კოლექტიურად გადაწყვიტა, რომ აკრძალოს ყველა ფრენები რუსეთიდან და რუსეთში, ყველა სახის, ევროკავშირის ტეტიროაზე ფრენა. .. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი 27-ივე წევრი ქვეყნის და სხვა პარტნიორი ქვეყნების, იმ მიზნით, რომ ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე და შევცვალოთ რუსეთის ქცევა უკრაინის მიმართ.

ახლა, მე არ ვფლობ ინფორმაციას რაიმე დისკუსიებზე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ რაიმე სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირი იმართებოდეს.

ცხადია, ეს განვითარება არ არის პოზიტიური რამ ჩვენი გამოსახედიდან, მაგრამ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს გადასაწყვეტია განსაჯოს როგორ და თუ მოახდენს ეს გავლენას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.