ავტორი:

"რა დაემართა საქართველოს? წარმოუდგენელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრაში ნატო-ს გაფართოებას ადანაშაულებს" - ბენ ჰოჯესი

"რა დაემართა საქართველოს? წარმოუდგენელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრაში ნატო-ს გაფართოებას ადანაშაულებს" - ბენ ჰოჯესი

წარმოუდგენელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრაში ნატო-ს გაფართოებას ადანაშაულებს, - ასე ეხმაურება ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი, ბენ ჰოჯესი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას.

"რა დაემართა საქართველოს“? - წერს ბენ ჰოჯესი "ტვიტერზე“.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი ნატოს გაფართოება იყო.

"ყველამ იცის, მე მგონი, მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი, ხომ ასეა?! არ მინდა ამაზე სპეკულირება ან ციტირება რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, - აღნიშნა პრემიერმა.