ავტორი:

"ბებიის თვალწინ გული წაუვიდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა" - რას წერს გია ბარამიძე 18 წლის გერზე, რომელიც მოულოდნელად დაიღუპა

"ბებიის თვალწინ გული წაუვიდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა" - რას წერს გია ბარამიძე 18 წლის გერზე, რომელიც მოულოდნელად დაიღუპა

სამი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკოსი გია ბარამიძე მეორედ დაოჯახდა. მისი რჩეული უკრაინელი ანა ფილიპჩუკია. ანა აქტიურად ჩნდება მეუღლის გვერდით აქციებზე და ჩართულია პოლიტიკოსი მეუღლის აქტივობებში.

ცოტა ხნის წინ ანამ სამწუხარო ინფორმაცია გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისი 18 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა.

"2023 წლის 3 ივნისს ჩემი გოგონა ზეცაში გაფრინდა", - დაწერა ანამ. მისი პოსტი გია ბარამიძემაც გააზიარა, სადაც წყვილმა უამრავი სამძიმარი მიიღო, მათ შორის ბევრი ინტერესდებოდა, რა დაემართა ახალგაზრდა გოგონას.

როგორც მოგვიანებით ბარამიძემ პოსტის კომენტირებისას დაწერა, მარია ტერეშჩენკო მოულოდნელად გახდა ცუდად, გული წაუვიდა და სასწრაფოს ექიმების დახმარების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"თანაგრძნობისთვის ყველას დიდი მადლობა მეგობრებო! არ ვიცით რა მოუვიდა ბავშვს, (18 წლის ახლახან გახდა) ბებიის თვალწინ გული წაუვიდა, და სასწრაფოს ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა. მიზეზებს გერმანიის შესაბამისი მხარის (სადაც ცხოვრობდნენ, და მარიას უმაღლესში უნდა ესწავლა) სისხლის სამართლის საქმეთა პოლიცია იძიებს. უტარდება ექსპერტიზა და (როგორც გვითხრეს) პასუხი უახლოეს კვირაში უნდა გვქონდეს. კიდევ ერთხელ ყველას უღრმესი მადლობა!" - წერს ბარამიძე.

ცნობისთვის, გია ბარამიძის პირველი მეუღლე ეკა ჯაფარიძე გახლდათ, რომელთანაც საერთო შვილი, უფროსი გოგონა ჰყავს.