ავტორი:

"+31, + 33 გრადუსამდე დაცხება" - როდის გამოიდარებს საქართველოში: უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"+31, + 33 გრადუსამდე დაცხება" - როდის გამოიდარებს საქართველოში: უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 - 7 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +22, +27 გრადუსი იქნება.

8-9 ივნისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და +31, + 33 გრადუსამდე დაცხება.

აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ქ. თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.