ავტორი:

"ჩემი ცოლის დაქალები" ეთერში  7 ივლისიდან დაბრუნდება

"ჩემი ცოლის დაქალები" ეთერში  7 ივლისიდან დაბრუნდება

სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" ეთერში 7 ივლისიდან დაბრუნდება. ინფორმაცია სერიალის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა. ყველასთვის საყვარელი სერიალი "ფორმულას" ეთერში გავა.

როგორც ცნობილია, ჩცდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეთერში არ გადიოდა. ამის მიზეზად სერიალის შემოქმედებითი გუნდი ფინანსურ კრიზისსაც ასახელებდა.

როგორც ცოტა ხნის წინ AMBEBI.GE-სთან საუბარში სერიალის პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ განაცხადა, მაყურებელს უამრავი სიახლე ელოდება.

"გადაწყვეტილება მივიღეთ, სერიალი აღვადგინოთ და მუშაობას ვიწყებთ იმისთვის, რომ "ჩემი ცოლის დაქალები" მაყურებელს დაუბრუნდეს. ამდენი ხანი პაუზა რომ იყო, ახლა ყველაფერი თავიდან არის ასაწყობი და გასაკეთებელი. ვინ სად არის, როგორ არის, - ეს ყველაფრი მოსაკითხია. მოკლედ, მუშაობას ვიწყებთ. რაღაც სიახლეები აუცილებლად იქნება. მეტი სხვა სათქმელი არ მაქვს" - აღნიშნა საღინაძემ.