ავტორი:

ჭამ და იკლებ - 10 საკვები, რომლებიც კალორიებს წვავს და დიეტის გარეშეც ამცირებს წონას

ჭამ და იკლებ - 10 საკვები, რომლებიც კალორიებს წვავს და დიეტის გარეშეც ამცირებს წონას

ეს 10 საკვები დაგეხმარებათ დაწვათ იმაზე მეტი კალორია, ვიდრე მათი ჭამისას მიიღეთ. ისინი აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას და დიდი ხნის განმავლობაში დანაყრების შეგრძნებას იწვევენ. შეგიძლიათ თავისუფლად მირთვათ ისინი და პარალელურად წონაში დაიკლოთ.

  • გრეიპფრუტი

გრეიპფრუტი აჩქარებს მეტაბოლიზმს და გეხმარებათ მეტი კალორიის დაწვაში. ეს ხილი ძალიან დაბალკალორიულია და დიდი ხნით ანაყრებს. ზოგიერთი ცნობით, დღეში 1 გრეიპფრუტის მირთმევით, 14 დღეში 3-4 კგ-ს დაიკლებთ. რა თქმა უნდა, ამ დროს ფუნთუშებსა და ცხიმოვან საკვებს არ უნდა მიეძალოთ. გრეიპფრუტი მდიდარია ბოჭკოებით, რაც ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის სტაბილიზაციას. ამ ხილის ჭამით დამატებითი ბონუსად ნერვული სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას, სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებას მიიღებთ. გრეიპფრუტი ასევე ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით.

გრეიპფრუტის კალორია 100 გ-ში: 29 კკალ

როგორ გამოვიყენოთ

გრეიპფრუტი გემრიელია და პირდაპირ შეგიძლიათ მიირთვათ, მაგრამ თუ მწარედ მოგეჩვენებათ, დაამატეთ ის ხილის სალათს, ან სმუზი და და ფრეში მოამზადეთ ამ ხილის ბაზაზე.

ვისთვის არ შეიძლება?

წყლულოვანი დაავადების მქონე ადამიანებისთვის; ჰიპერტონიული პაციენტებისთვის, რომლებიც წნევის მარეგულირებენ წამლებს იღებენ. ქალებისთვის, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს სვამენ და მათთვის, ვინც ჰორმონალურ მკურნალობას გადიან.

  • ნიახური

რა არის ნიახურის საიდუმლო? ის, რომ მისი ღეროების მონელება გაცილებით მეტ კალორიას წვავს, ვიდრე თავად შეიცავს. კიდევ ერთი არგუმენტი ნიახურის სასარგებლოდ არის ის, რომ მისი რეგულარული გამოყენება სხეულის უჯრედების დაბერების პროცესს ანელებს. ვინაიდან ნიახური ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალების ღირებული წყაროა, ის ნებისმიერი დაბალანსებული დიეტის შესანიშნავი დამატებაა. მაგრამ წონის სწრაფი დაკლებისთვის მხოლოდ ნიახურის ჭამა არ არის რეკომენდებული, რათა არ დაირღვეს ნივთიერებათა ცვლა.

ნიახურის კალორიული შემცველობა 100 გ-ზე: 29 კკალ

როგორ გამოვიყენოთ?

ნიახური ძირითადად წყლისგან შედგება, ამიტომ მისგან შესანიშნავი წვენები და სმუზი მზადდება. სასარგებლოა მისი დამატება სალათებში, ნიახური შეიძლება გამოაცხოთ ღუმელში და დაუმატოთ სადილებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ ეფექტს ნედლი ნიახურისგან მიიღებთ. გააგრძელეთ კითხვა