ავტორი:

შეიძინე ბინა და დასაჩუქრდი საგზურით სასურველ ქვეყანაში ან ავეჯის ვაუჩერით - "მონოლით ჯგუფის" შეთავაზება

შეიძინე ბინა და დასაჩუქრდი საგზურით სასურველ ქვეყანაში ან ავეჯის ვაუჩერით - "მონოლით ჯგუფის" შეთავაზება

„მონოლით ჯგუფის“ საზაფხულო შეთავაზება დაიწყო: შეიძინეთ ბინა „მონოლით გრინ სითის“ კომპლექსში და დასაჩუქრდით Voyager 365-ის საგზურით სასურველ ქვეყანაში ან ICR ჯგუფის ავეჯის ვაუჩერით, რომლის გამოყენებასაც კომპანიის ნებისმიერ მაღაზიაში შეძლებთ.

გარდა ამისა, „მონოლით ჯგუფს“ ემიგრანტებისთვის აღნიშნულ საჩუქართან ერთად, დამატებითი შეთავაზება აქვს, რომელიც სასურველი ბინის უფრო მისაღები პირობებით შეძენაში დაეხმარებათ. კერძოდ, სპეციალურად მათთვის, შიდა განვადებით სარგებლობის შემთხვევაში პირველადი შენატანი იქნება 5%, ნაცვლად 10%-ისა. ღირებულების 25% გადაიხდიან მშენებლობის დასრულებამდე, 70%-ს კი დასრულებისას. აღნიშნული შეთავაზება მოქმედებს ნებისმიერ ბინაზე. შესაბამისად, ემიგრანტებსა და მათ ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ ბინა უსაფრთხო და მწვანე კომპლექსში და მოიწყონ დაუვიწყარი დასვენება ევროპაში ან სახლის ავეჯით აღჭურვაზე იზრუნონ.

აღსანიშნავია, რომ „მონოლით ჯგუფს“ მწვანე კომპლექსში უძრავი ქონების შეძენის ნებისმიერი მსურველისთვის გადახდის 2 მოქნილი პირობა აქვს:

  • თავდაპირველად იხდით ბინის ღირებულების 10%-ს, მომდევნო 20%-ს ანაწილებთ 2024 წლის ნოემბრამდე, მხოლოდ 2024 წლის ნოემბერში ანუ პროექტის დასრულებისას გადაიხდით დარჩენილ 70% (შეგიძლიათ, აღნიშნული პირობები შეცვალოთ და გადახდა იპოთეკური სესხით გააგრძელოთ).
  • თავდაპირველად იხდით ბინის ღირებულების 30%-ს, ხოლო დარჩენილ 70%-ს ანაწილებთ 2024 წლის დეკემბრამდე ანუ პროექტის დასრულების ვადამდე.

„მონოლით გრინ სითის“ მწვანე, დაცული კომპლექსი ორთაჭალა-კრწანისში, დედაქალაქის ისტორიული ნაწილში, აბანოთუბნიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს. ის ხორციელდება 12 ჰექტარ ტერიტორიაზე და მოიცავს 4 000 კვ.მ დენდროლოგიურ პარკს, სკვერებს, გასართობ და დასასვენებელ სივრცეებს, აუზს, სარბენ და ველო ბილიკებსა და სპორტულ მოედნებს. ასევე, ტერიტორიაზე ფუნქციონირებას დაიწყებს საბავშვო ბაღი და სკოლა, რაც მშობლებს დროის დაზოგვასა და ბავშვების უსაფრთხოების უკეთ დაცვაში დაეხმარებათ. გარდა ამისა, იგეგმება სხვადასხვა კომერციული ობიექტის გახსნა, სადაც მაცხოვრებლები სხვადასხვა მომსახურების მიღებას შეძლებენ.

„მონოლით გრინ სითი“ მოიცავს 21 საცხოვრებელ ბლოკს, რომლის პირველი ეტაპის მშენებლობა უკვე დასრულებულია. მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება, მესამე და საბოლოო ეტაპი კი - 2024 წლის დეკემბერში.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ფოტოზე დაჭერით „მონოლით ჯგუფს“ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენელი განვადების პირობებს პირადად გააცნობს:

R