ავტორი:

"დესპოტი შეყვარებული ვიყავი. იმ ბიჭს ვაიძულებდი, როგორც მე მინდოდა, ისე მოქცეულიყო" - ბარბარა სამხარაძე

"დესპოტი შეყვარებული ვიყავი. იმ ბიჭს ვაიძულებდი, როგორც მე მინდოდა, ისე მოქცეულიყო" - ბარბარა სამხარაძე

"პირველად რომ შემიყვარდა, ბაღში დავდიოდი. იმ ბიჭს ვაიძულებდი, როგორც მე მინდოდა, ისე მოქცეულიყო", - იხსენებს მუსიკოსი ბარბარა სამხარაძე. ვის მიუძღვის ყველაზე დიდი როლი მის წარმატებაში, ბებიის ნათქვამი რომელი ფრაზა იქცა მისი ცხოვრების დევიზად, რა ვერ ისწავლა დღემდე და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...…

- ...2000 წლის 12 ოქტომბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი და მომღერალი. როდესაც ფილმებში ვხედავდი, მსახიობები მიუზიკლებში მღეროდნენ, ძალიან მინდოდა, მეც ეს საქმე მეკეთებინა: თან მემღერა, თან ფილმში მეთამაშა. ახლა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ ძალიან ბევრი კითხვის დასმა და ადამიანებთან კონტაქტი მიყვარს. მომავალში ჩემს თავს არა - კლასიკურ ჟურნალისტიკაში, არამედ ვლოგის, ბლოგის და მსგავსი მიმართულებით უფრო ვხედავ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...კარგი გოგოაო, მაგრამ ამის თქმა უხერხული არ არის? უმეტეს შემთხვევაში, ხაზგასმას ჩემს სიკეთეზე აკეთებენ, უცნობებშიც კი კეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...პირველი კასტინგი "ნიჭიერში" და შემდეგ ამ პროექტში გამოსვლა. რას ვგრძნობდი და განვიცდიდი მაშინ, იმ ემოციის აღწერა და დალაგებულად გადმოცემა შეუძლებელია. ძალიან ბედნიერი ვიყავი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს დას. 14 წლის ვიყავი, სოფლიდან თბილისში რომ წამოვედი და იმ ასაკიდან დღემდე, ჩემზე პასუხისმგებელი პირი ჩემი დაა. სამსახურს თავი დაანება, რადგან მისი მხარში დგომა მჭირდებოდა. მომღერლებს პროდიუსერები ხომ ჰყავთ, რომლებიც რაღაც საკითხებს უგვარებენ, ეს საქმე თავიდან ბოლომდე ჩემს დას აქვს საკუთარ თავზე აღებული.....წაიკითხეთ ვრცლად