ავტორი:

ექსპერტთა თქმით, დაკარგულ ნავზე მყოფებს ჟანგბადის მარაგი უკვე ამოეწურებოდათ, თუმცა ოკეანიდად "იმედისმომცემი ხმები" ისმის - ყველა სიახლე "ტიტანის" ძებნის სამუშაოებზე

ექსპერტთა თქმით, დაკარგულ ნავზე მყოფებს ჟანგბადის მარაგი უკვე ამოეწურებოდათ, თუმცა ოკეანიდად "იმედისმომცემი ხმები" ისმის - ყველა სიახლე "ტიტანის" ძებნის სამუშაოებზე

ატლანტის ოკეანეში დაკარგული წყალქვეშა ტურისტული ნავის, "ტიტანის“ ძებნის სამუშაოები გრძელდება, თუმცა ამ დრომდე დაკარგულების პოვნას მაშველები ვერ ახერხებენ. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფთათვის ჟანგბადი ამერიკის დროით, 07:18 საათზე ამოიწურებოდა.

მიუხედავად ამისა, ისინი ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი. სამძებრო სამუშაოები კიდევ უფრო აქტიურად გაორმაგებული ტექნიკით მიმდინარეობს.

მაშველების შესაბამისმა ტექნიკამ ატლანტის ოკეანიდან "უცნობი ობიექტიდან" მომავალი ხმა რამდენჯერმე დააფიქსირა. დაზუსტებით არ იციან ეს ხმები დაკარგულ წყალქვეშა ნავს უკავშირდება თუ არა. ერთ-ერთი ხმა ჩაძირული "ტიტანიკის" ადგილიდან მოდიოდა, ამიტომაც ამ ადგილას ძებნის სამუშაო კიდევ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს.

კამერებით აღჭურვილი დისტანციური მართვის ტექნიკით 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს ზღვის ფსკერის სკანირება.

ოკეანიდან მომავალ ხმებს მაშველები იმედისმომცემს უწოდებენ, მაგრამ აშშ-ის საზღვაო ძალების ატომური წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაური დევიდ მარეტი ამბობს, რომ ბოლო საათებში აღმოჩენილი იმედისმომცემი ხმები შესაძლოა, "ტიტანის" წყალქვეშა ნავიდან არ მოდიოდეს. კაპიტანი მარკეტი თვლის, რომ ბორტზე მყოფთა გადარჩენის შანსი დაბალია.

  • ცნობისთვის, 19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კანადაში, ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან, "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად ექსპედიციაში წასული ტურისტული წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა. ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა მოხდა და რატომ გაწყდა კონტაქტი, ან რამდენად ახლოს იყო "ტიტანიკთან". ცნობილია, რომ ნავთან კონტაქტი ექსპედიციის დაწყებიდან 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ დაიკარგა.

ექსპედიციის ოპერატორი კომპანია არის OceanGate-ი, სადაც აცხადებენ, რომ სამძებრო ეკიპაჟი ტურისტების პოვნასა და მათ უსაფრთხოდ დაბრუნებაზე მუშაობს.

ნახეთ ასევე: