ავტორი:

"არ მესმის, რისთვის იხდი ბოდიშს და საერთოდ რა დააშავე?! ახლოს არ მიიკარო ეს ნეგატივი ჩემო, ნიჭიერო გოგო!" - ზურა ხაჩიძე ნუცა ბუზალაძეს

"არ მესმის, რისთვის იხდი ბოდიშს და საერთოდ რა დააშავე?! ახლოს არ მიიკარო ეს ნეგატივი ჩემო, ნიჭიერო გოგო!" - ზურა ხაჩიძე ნუცა ბუზალაძეს

მომღერალი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ირგვლივ განვითარებულ უსიამოვნო მოვლენებზე წერს და კოლეგას მოუწდებს, კრიტიკა და ეგატიური ინფორმაცია "ახლოს არ მიიკაროს".

"არ მესმის, რისთვის იხდი ბოდიშს და საერთოდ რა დააშავე?! მეგობართან სიმღერა როდიდან ტეხავს?! კრემლში იმღერე? საერთოდ ერთი რამე დაიმახსოვრე, ეს ხალხი იმიტომ გიწერს ასეთ საშინელებებს, რომ მათ არაფერი არ გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის. შენ წარმატებასთან კი ახლოს არ ჩაუვლიათ.

ამ ქვეყნის ის ნაწილი, რომელიც შენ და არამარტო შენ გლანძღავს, მხოლოდ შურით, ბოღმით არის სავსე. ებრძვის ყველაფერს კარგს, ლამაზს და ისეთს, როგორიც შენ ხარ! მიყვარხარ ძალიან და ახლოს არ მიიკარო ეს ნეგატივი ჩემო ნიჭიერო გოგო!" - წერს ხაჩიძე.

ცნობისთვის, მოსკოვში ქართველმა მომღერლებმა, ერთ-ერთ რესტორანში იმღერეს. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოში მცხოვრები ქართველი შემსრულებლები. სოსო პავლიაშვილთან ერთად, "სამშობლო" შეასრულა ნუცა ბუზალაძემ, დათო ხუჯაძემ, ხვიჩა მაღლაკელიძემ და მიშო სულუხიამ.

საზოგადოებაში ქართველების მოსკოვურ წვეულებაზე სიმღერამ კრიტიკა დაიმსახურა. განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი კი ნუცა ბუზალაძე იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ, ამერიკულ აიდოლში გამოდიოდა და მთელი საქართველო გულშემატკივროდა.

მოგვიანებით, კრიტიკას ნუცამ პოსტით უპასუხა და ბოდიში მოიხადა. ნუცას თქმით, ის მოსკოვში უახლოესი მეგობრის დაბადების დღეზე იყო.

ასევე იხილეთ: