ავტორი:

ქართველი ვარსკვლავები უცხოურ კურორტებზე - ვინ სად ისვენებს?

ქართველი ვარსკვლავები უცხოურ კურორტებზე - ვინ სად ისვენებს?

ზაფხულის დადგომასთან ერთად, დასვენების სეზონი იწყება. უკვე წლებია, ქართველი ვარსკვლავები ცხელი დღეების გატარებას უცხოეთის კურორტებზე ამჯობინებენ. სტატიაში მოგიყვებით, თუ სად ისვენებენ ცნობილი ადამიანები და როგორ ატარებენ დროს.

ნანუკა ჟორჟოლიანი ხორვატიაში ისვენებს. ჟურნალისტი დღეს - 26 ივნისს იუბილარია და საკუთარ დაბადების დღეზე წითელ კაბაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებში ჩანს, რომ წონაში დაკლების შემდეგ, იდეალურად გამოიყურება.

ანრი ჯოხაძე, ნოე სულაბერიძესთან და ირაკლი მაქაცარიასთან ერთად, წვიმიან ზაფხულს პუნტა კანაზე, დომინიკის რესპუბლიკაში გაექცა. ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მეგობრები დროს შესანიშნავად ატარებენ.

ნინი ბადურაშვილმა დებთან - ანასტასია და ქეთო თოფურიძეებთან ერთად არჩევანი საბერძნეთის ქალაქ ჰერაკლიონზე გააკეთა.

დამღლელი საფეხბურთო სეზონისა და საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია შვებულებას მომავალ მეუღლესთან - ნიცასთან ერთად საბერძნეთის ქალაქ მიკონოსში ატარებს. სპორსტსმენის საცოლე ტრადიციულად მხოლოდ ლამაზი ხედების ფოტოებს აქვეყნებს გამომწერებისთვის.

ახალი დაოჯახებული რუსკა ქარქაშაძე მეუღლე - ლაშა მოწონელიძესთან ერთად საქორწინო მოგზაურობაშია. წყვილი ქორწილის შემდეგ ჯერ ბრაზილიას სტუმრობდა, ახლა კი არგენტინაში ატარებენ თაფლობის თვეს.

მერაბ სეფაშვილი იერუსალიმშია და "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ფოტოზე გულშემატკივრებს კოცნას უგზავნის. ისრაელი მომღერლისთვის განსაკუთრებულად საყვარელი ქვეყანაა და ხშირად ჩადის როგორც კონცერტებზე, ასევე მეგობრების სანახავად.