ავტორი:

"თავდასხმები არის მხოლოდ სისუსტის გამოხატულება, ამით ვერავის შეაშინებენ" - ხატია დეკანოიძე

"თავდასხმები არის მხოლოდ სისუსტის გამოხატულება, ამით ვერავის შეაშინებენ" - ხატია დეკანოიძე

ასეთი თავდასხმები არის მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის გამოხატულება, ვერავის შეაშინებენ ამით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, ეს არის იმ პროპაგანდის, ორგანიზებული ძალადობის შედეგი, რომელიც არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციასა და ყველა კრიტიკულად განწყობილ ადამიანზე მიმართული.

“დარწმუნებული ვარ, ეს არის იმ პროპაგანდის, ორგანიზებული ძალადობის შედეგი, რომელიც არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციასა და ყველა კრიტიკულად განწყობილ ადამიანზე მიმართული. ეს ახლა არ დაწყებულა, ეს დაიწყო ძალიან დიდი ხნის წინ. მაშინ ძალიან ცოტა ადამიანი აქცევდა ამას ყურადღებას. ორგანიზებული, წახალისებული პროპაგანდა, პროპაგანდის ტალახს რომ მიუშვერენ ადამიანს, ეს ყველაფერი მოქმედებს იმისთვის, რომ თქვა ვიღაც გაბრაზებული ადამიანები არიან. ჩემი სოლიდარობა ყველა ამ ადამიანს. ასეთი თავდასხმები არის მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის გამოხატულება, ვერავის შეაშინებენ ამით. დავდივართ ქუჩაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მარტო. მათსავით დაცვით და 9 მანქანით არ დავდივართ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ის ძალადობის მექანიზმები, რომელიც წინასაარჩევნოდ ამოქმედდა, ძალიან მძიმეა სტატუსის მიღების პერიოდში.

„ოლივერ ვარჰეის განცხადებაში ძალიან სწორად და კარგად იყო აღნიშნული თუ რამდენი რეკომენდაციაა შესრულებულა და რა არის ძირითადი პრობლემები. რეკომენდაციების დიდი ნაწილი, სამი რეკომენდაციის გარდა, ბოლომდე არ არის შესრულებული, ეს ეხება მედიაპლურალიზმს. ჩემი პოზიცია არის ძალიან სკეპტიკური. ჩვენ გვითხრეს, რომ არსებობს გეოპოლიტიკური მოსაზრებები ევროკავშირში და ევროკომისიაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, საშინაო დავალება არ არის შესასრულებელი! ასევე, ეს არის თანხვედრა ევროკავშირისა და ევროკომისიის საბაზო პოლიტიკაზე. ის ძალადობის მექანიზმები, რომელიც წინასაარჩევნოდ ამოქმედდა, ძალიან მძიმეა სტატუსის მიღების პერიოდში. კანდიდატის სტატუსზე პასუხისმგებლობა აქვს უმრავლესობასა და ხელისუფლებას. არცერთ ჩემს კოლეგას ოპოზიციიდან, კანდიდატის სტატუსზე, გარდა პოზიტიური გზავნილისა არც ბრიუსელში, არც სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ადგილზე არაფერი უთქვამს.

რაც შეეხება ო’სალივანის, ო’ბრაიანისა და მათი ბრიტანელი კოლეგის ჩამოსვლას საქართველოში, სანქციების "ტრიოს" ვიზიტი საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მათი განცხადებით, საქართველო იყო პრობლემური ქვეყანა, განსაკუთრებით, რუსეთში ელექტრონული ტვირთების გადაზიდვის კონტექსტში. ვფიქრობ, თუ ამ მიმართულებით, საქართველო, როგორც სანქციების დამრღვევი ქვეყანა გამოვლინდა, ეს იქნება კატასტროფული ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ყურადღების გამახვილება, კიდევ ერთხელ ხაზგასმა და მითითებები არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა დეკანოიძემ.