ავტორი:

66 წლის ბებო ოჰაიოდან მაშველი გახდა - "ადამიანს საოცარი შესაძლებლობები აქვს, ეს სამსახური ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო აღმოჩნდა"

66 წლის ბებო ოჰაიოდან მაშველი გახდა - "ადამიანს საოცარი შესაძლებლობები აქვს, ეს სამსახური ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო აღმოჩნდა"

ოჰაიოელმა ბებომ გადაწყვიტა, რომ სამაშველო სამსახურში დაეწყო მუშაობა. 66 წლის გეილ როჯერსი ახალგაზრდობისას მაშველი იყო და ახლაც აინტერესებდა ამ სფეროში დასაქმებას კვლავ თუ შეძლებდა.

60-იან წლებშიც ვიყავი მაშველი და ვიფიქრე, იქნებ ისევ შემეძლო ამ პროფესიით მუშაობა",- საუბრობს გეილი Good Morning America-სთან.

მიზანდასახულმა ქალმა ერთი წლით ადრე ფიზიკურ მომზადებაში გამოცდა ჩააბარა და შემდეგ ყველა საჭირო გაკვეთილი გაიარა, რათა სერტიფიცირებული მაშველი გამხდარიყო.

მისი ახალი უფროსის, Cincinnati-ს აუზის მენეჯმენტის პრეზიდენტის, ჯეფ ბლუმის თქმით, გამოცდა სულაც არ ჰგავს პარკში გასეირნებას და სერიოზული ფიზიკური მომზადება სჭირდება:

"მაშველობის კანდიდატებმა 300 მეტრამდე მანძილზე უნდა გაცურონ. შემდეგ კონკრეტულ ადგილზე გარკვეული დროით უნდა გაჩერდნენ, ისევ გაცურონ, ჩაყვინთონ და აუზის ფსკერიდან 4.5-კილოიანი აგური ამოიღონ",- განაცხადა ბლუმმა.

როჯერსმა, რომელიც 2 შვილის დედაა და 3 შვილიშვილი ჰყავს, გამოცდის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და მაისში მაშველად მუშაობა დაიწყო. ახლა გეილი მაშინ ანაცვლებს სხვა თანამშრომლებს, როცა მათ დასვენების დღეების აღება სურთ.

"მგონია, რომ არაჩვეულებრივია გარეთ ჯდომა და კარგი ამინდით ტკბობა. ეს ფორმაში გაყენებს და იგებ, რომ ისეთი წარმოუდგენელი რაღაცების გაკეთება შეგიძლია, როგორიც 300 მეტრზე ცურვაა", - ამბობს ქალი.

ახალ სამსახურის გამო ის ძალიან კმაყოფილია.

"ვერთობი, როცა ვუყურებ როგორ თამაშობენ ბავშვები აუზში თავის მშობლებთან ერთად. ეს სამსახური ბევრად უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი", - ამბობს ქალი.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა