ავტორი:

Louis Vuitton-ის მიკროსკოპული ჩანთა 60 000 დოლარად გაიყიდა - "იმდენად პატარაა, რომ თითის წვერზე დადებისასაც კი რთულია მისი დანახვა"

Louis Vuitton-ის მიკროსკოპული ჩანთა 60 000 დოლარად გაიყიდა - "იმდენად პატარაა, რომ თითის წვერზე დადებისასაც კი რთულია მისი დანახვა"

თუ ჩანთების მოყვარული ხართ, ალბათ გსმენიათ Chanel-ის კლასიკური Flap bag-ის, ან Hermes Birkin-ის შესახებ, მაგრამ ახლა გიამბობთ მიკროსკოპულ ჩანთაზე, რომელიც სიახლეა მოდის სამყაროში.

ის Louis Vuitton-ისთვის MSCHF-მა შექმნა. 0.76 მილიმეტრიანი სიგანის ჩანთა იმდენად პატარაა, რომ თითის წვერზე დადებისასაც კი რთულია მისი დანახვა. მიუხედავად ამისა, აუქციონზე 60 000 დოლარად გაიყიდა.

მიკროსკოპით ჩანთის დეტალური დათვალიერების შემდეგ ნათლად ჩანს მის ზედაპირზე "LV" მონოგრამა.

მწვანე ნეონისფერი ჩანთა 3D პრინტერის საშუალებით, 2-ფოტონიანი პოლიმერიზაციის ბეჭდვის მეთოდების გამოყენებით დაამზადეს. ის Louis Vuitton-ის ცნობილი OnTheGo ჩანთების მიხედვითაა შექმნილი და მისი დანახვა მიკროსკოპის საშუალებითაა შესაძლებელი.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩანთა 63 750 დოლარად გაიყიდა. ის რეპერ ფარელ უილიამსის მიერ დაფუძნებულმა ონლაინ აუქციონის სახლმა გაყიდა.

რეპერი ამჟამად Louis Vuitton-ის მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის კრეატიული დირექტორიცაა.

2016 წელს შექმნილი კომპპანია MSCHF ცნობილი გახდა თავისი ინოვაციური პროექტებით.

მათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია დიდი წითელი ფეხსაცმელი, რომელიც მულტფილმში ნანახი ილუსტრაციის რეალობაში გადმოტანად შეიძლება ჩავთვალოთ.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა