ავტორი:

"...იცი რასაც ვგულისხმობ" - რამდენიმე წლიანი დაპირისპირება დასრულდა: როგორ ულოცავს ანუკი არეშიძეს იუბილეს ნინა ზარქუა (ფოტოები)

"...იცი რასაც ვგულისხმობ" - რამდენიმე წლიანი დაპირისპირება დასრულდა: როგორ ულოცავს ანუკი არეშიძეს იუბილეს ნინა ზარქუა (ფოტოები)

ანუკი არეშიძე იუბილარია. ქალაქის მერის დიზაინერი მეუღლე სოციალურ ქსელში მილოცვებს დილიდან იღებს. ალბათ არაფერი იქნებოდა უჩვეულო ამ დღეს, რომ არა დიზაინერ ნინა ზარქუას მილოცვა.

"დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ერთადერთო. მიყვარხარ უსასრულოდ. ყოველთვის ატარე შენი შეუმჩნეველი გვირგვინი. მიყვარხარ უსასრულოდ, იცი რასაც ვგულისხმობ...“ - წერს ზარქუა და ანუკის რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს.

"ინსტაგრამის" სთორებიდან ჩანს, რომ მეგობრები, რომლებიც 2018 წლის შემდეგ ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდნენ, შერიგდნენ. თუმცა ამის აღირება ანუკის იუბილეზე გადაწყვიტეს.

რა მოხდა 5 წლის წინ

ანუკი და ნინა ბავშვობიდან მეგობრობდნენ. ისინი ერთმანეთს პოდიუმმა დააკავშირა. ორივემ პროფესიად დიზაინერობა აირჩია, პირად ცხოვრებაში კი არჩევანი ფეხბურთელებზე გააკეთეს. ნინას მეუღლე სპორტსმენი ალექსანდრე ამისულაშვილია.

ანუკი და ნინა ხშირად შოპინგობდნენ ერთად უცხოეთში, მოგზაურობდნენ, სტუმრობდნენ ერთმანეთს, აქვეყნებდნენ საერთო ფოტოებს და განუყრელი მეგობრები იყვნენ.

2018 წელს ცნობილი გახდა, რომ მათი მეგობრობა დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ორივეს არაერთხელ კითხეს ინტერვიუებში, რა გახდა მიზეზი, ამ თემაზე საუბარს თავს არიდებდნენ.

მართალია, დიზაინერების გაბუტვის მიზეზი საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა, მაგრამ ვრცელდებოდა ჭორი, რომ ანუკი არეშიძემ ნინა ზარქუას ჩექმის მოდელის კოპირება დააბრალა... ქალების ჩხუბს კაცების ურთიერთობაზე არ უმოქმედია და ამისულაშვილი-კალაძე ისევ აგრძელებდნენ მეგობრობას.