ავტორი:

ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსამდე მოიმატებს - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსამდე მოიმატებს - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეების მანძილზე მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

2 ივლისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 3-5 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

"თბილისში მხოლოდ 4 ივლისს შესაძლოა გაწვიმდეს, დანარჩენ დღეებში ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.