ავტორი:

"დიდი წარმოდგენა არ მაქვს, რომ გვარამიას პოლიტიკაში განსაკუთრებული ძვრების გამოწვევა შეუძლია - მისი ერთადერთი იარაღი ბილწსიტყვაობაა" - ირაკლი კობახიძე

"დიდი წარმოდგენა არ მაქვს, რომ გვარამიას პოლიტიკაში განსაკუთრებული ძვრების გამოწვევა შეუძლია - მისი ერთადერთი იარაღი ბილწსიტყვაობაა" - ირაკლი კობახიძე

მაინც და მაინც, დიდი წარმოდგენა არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გვარამიას პოლიტიკაში განსაკუთრებული ძვრების გამოწვევა შეუძლია, მაგრამ თავის პატარა წვლილს, ბუნებრივია, პოლარიზაციის გაღვივებაში შეიტანს. მისი ერთადერთი იარაღი არის ბილწსიტყვაობა, დაიწყებს ისევ, რასაც აკეთებდა მანამდე. ერთადერთი წელი, როცა ის არ ბილწსიტყვაობდა, ციხეში იყო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრას და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი კითხვებზე პასუხს გაურბოდა.

"პრესკონფერენციისთვის არ მიყურებია არა იმიტომ, რომ არ ვაპირებდი, დრო არ იყო, მაგრამ გარკვეული პასაჟები ვიცი, რასაც "ფეისბუქზე“ გავეცანი. რაც მითხრეს, ვინც ამ პრესკონფერენციას ბოლომდე უყურა, ყველას შთაბეჭდილება დარჩა, რომ პრეზიდენტი შეკითხვებს გაურბოდა, ანუ არ პასუხობდა შეკითხვებს, ძალიან ბევრ კითხვას საერთოდ არ გასცა პასუხი, რაც ძალიან სამწუხროა. როცა პრეზიდენტი თვითონ იწვევს პრესკონფერენციას, მან საკმარისი პატივისცემა უნდა გამოავლინოს ჟურნალისტების მიმართ და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს სათანადოდ უნდა უპასუხოს. გეუბნებით ჩემი კოლეგების შთაბეჭდილებას, საერთო შთაბეჭდილებას, მე არ მიყურებია და როგორ გითხრათ ჩემი შთაბეჭდილება.

რაც შეეხება პოლარიზაციას, თქვენ გახსოვთ, რომ გვარამია იყო ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პოლარიზატორი, ვინც აღვივებდა პოლარიზაციას, გახსოვთ მისი ბილწსიტყვაობა პირდაპირ ეთერში, ათასი უბედურება, რასაც ის ლაპარაკობდა, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილზე და ა.შ. დავიწყებაზე კი არ არის, ეს ადამიანი, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის მთავარი გამღვივებელი იყო, როცა გარეთ გამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ რისკები მისი მხრიდან პოლარიზაციის გაღივების კუთხით, იზრდება. მე არ მაქვს მაინც და მაინც დიდი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ გვარამიას პოლიტიკაში განსაკუთრებული ძვრების გამოწვევა შეუძლია, მაგრამ თავის პატარა წვლილს ბუნებრივია, პოლარიზაციის გაღვივებაში შეიტანს.

ასეთ პირობებში, როცა პრეზიდენტს შეფასებაც კი არ გაუკეთებია გვარამიას დანაშაულთან დაკავშირებით და მას იწყალებს, ეს თავისთავად, უკვე ნიშნავს პოლარიზაციის მხარდაჭერას. როცა ასეთ სენსიტიურ საქმეზე მსჯავრდებულს იწყალებდა, სალომე ზურაბიშვილს მინიმუმ განმარტება უნდა გაეკეთებინა სისხლის სამართლის ამ საქმესთან დაკავშირებით, ან უნდა ეთქვა, შეიძლება მისი აზრია, რომ გვარამია არასათანადოდ იყო მსჯავრდებული, მაშინ, ეს უნდა განემარტა, ან თუ მიაჩნია, რომ მსჯავრი სათანადო იყო, ეს უნდა განემარტა, აუცილებლად უნდა ეთქვა, მსჯავრი, რის გამოც იჯდა გვარამია ციხეში, სწორად შეფარდებული იყო, თუ არ იყო. როცა ამას არ აკეთებ და პოლიტიკური მოთხოვნების საფუძველზე იწყალებ მსჯავრდებულს, ეს თავისთავად უკვე ნიშნავს პოლარიზაციის გაღვივებას და ამის ხელშეწყობას. ვინც სალომე ზურაბიშვილს ამ ნაბიჯის გადადგმა დაავალა, მის ინტერესებშია პოლარიზაციის გაღვივება, უახლოეს თვეებში ვნახავთ, რომ რეალურად გვარამია თავის წვლილს შეიტანს პოლარიზაციის გაღრმავებაში, ეს არის ჩვენი მოლოდინი. მისი ერთადერთი იარაღი არის ბილწსიტყვაობა, დაიწყებს ისევ, რასაც აკეთებდა მანამდე. ერთადერთი წელი, როცა ის არ ბილწსიტყვაობდა, ციხეში იყო, დანარჩენი, სულ ბილწსიტყვაობდა“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას იტყვის ის, ირაკლი ღარიბაშვილის ბილწსიტყვაობაზე, კობახიძემ ასე უპასუხა:

"ეტყობა, ბილწსიტყვაობა არ იცით, რა არის. ღარიბაშვილისგან ბილწსიტყვაობა არავის მოუსმენია, ბილწსიტყვაობა არის ის, რასაც ხალხი გვარამიასგან ისმენდა“, - განაცხადა კობახიძემ.