ავტორი:

თეთრ სახლში ნაპოვნი თეთრი ნივთიერება კოკაინი აღმოჩნდა - მედიის ცნობით, ნარკოტიკი ნივთების შესანახ კარადაში იპოვეს

თეთრ სახლში ნაპოვნი თეთრი ნივთიერება კოკაინი აღმოჩნდა - მედიის ცნობით,  ნარკოტიკი ნივთების შესანახ კარადაში იპოვეს

თეთრი ნივთიერება, რომლის გამოც გასულ კვირას ღამით თეთრ სახლში გადაუდებელი ევაკუაცია გამოცხადდა, კოკაინი აღმოჩნდა.

"ნივთიერება შენობაში უსაფრთხოების რუტინული შემოწმების დროს, სამუშაო ზონაში იპოვეს", - განაცხადა აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა.

ნარკოტიკის თეთრ სახლში აღმოჩენისას ჯო ბაიდენი და მისი ოჯახი კემპ დევიდის რეზიდენციაში იმყოფებოდნენ.

"მას შემდეგ, რაც საიდუმლო სამსახურის ოფიცრებმა დასავლეთის ფრთის სამუშაო ზონაში თეთრი ფხვნილი იპოვეს, თეთრი სახლი სიფრთხილის მიზნით დაიხურა", - განუცხადა საიდუმლო სამსახურის სპიკერმა BBC-ის. საიდუმლო სამსახური იმის გარკვევასაც ცდილობს, თუ როგორ მოხვდა ნივთიერება თეთრ სახლში.

CBS News-ის ინფორმაციით კი, ნარკოტიკი ნივთების შესანახ კარადაში იპოვეს, რომელსაც ჩვეულებრივ, თეთრი სახლის თანამშრომლები და სტუმრები მობილური ტელეფონების შესანახად იყენებენ.

დასავლეთის ფრთა არის თეთრი სახლის დიდი, მრავალდონიანი ნაწილი, რომელიც საპრეზიდენტო ოფისებს მოიცავს, მათ შორის ოვალურ ოთახს. აქვეა განთავსებული ვიცე-პრეზიდენტის, თეთრი სახლის შტაბის უფროსის და პრესმდივნის ოფისები. მედიის ცნობით, შენობის ამ ნაწილთან თეთრი სახლის კიდევ ასობით სხვა თანამშრომელს აქვს წვდომა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა