ავტორი:

ულამაზესი ნანი, აზერბაიჯანელი ემინი და ბუბა - "ყვავილების ქვეყანა" და კლიპი, რომლის გადაღებასაც სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია (ვიდეო)

ულამაზესი ნანი, აზერბაიჯანელი ემინი და ბუბა - "ყვავილების ქვეყანა" და კლიპი, რომლის გადაღებასაც სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია (ვიდეო)

"იუთუბზე" გამოჩნდა ლეგენდარული ქართველი მომღერლის ნანი ბრეგვაძისა და აზერბაიჯანელი მუსიკოსის ემინის მუსიკალური კლიპი, რომელშიც ცნობილ ქართულ სიმღერას "ყვავილების ქვეყანა" ასრულებენ. კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია. მასში 86 წლის ნანი ბრეგვაძე შეუდარებლად გამოიყურება. კლიპის მიწურულს ისმის ბუბა კიკაბიძის ხმაც. კლიპი გამოქვეყნდა ემინის ოფიციალურ გვერდზე წარწერით: "ეძღვნება ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას".

საქართველოში კლიპის გადაღებებს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანი თითქოს რუს მომღერალთან წერდა სიმღერას.

ამის თაობაზე ამ ცოტა ხნის წინ ნანი ბერგვაძემ ambebi.ge - სთან ისაუბრა:

"ეს კლიპი ბუბას და ემინს უნდა ჩაეწერათ. როდესაც ბუბა ცოცხალი იყო, ემინმა გამოთქვა სურვილი, კლიპი გადაეღოთ "ყვავილების ქვეყანაზე.“ ის არის შესანიშნავი ადამიანი და მეგობრობდნენ. როდესაც ბუბა გარდაიცვალა, გაგიჟდა კინაღამ. მერე მოიფიქრეს, რომ ბუბაც იქნება ჩართული, ადრე გადაღებული კადრებით და დუეტს ჩემთან ჩაწერს. მე ვიწყებ, მერე ემინი მღერის, მერე მე და ემინი და ამის შემდეგ ბუბა შემოდის. აქ არაფერი არ არის ისეთი, ყველა ცნობილ მომღერალს აქვს დუეტის ჩაწერის სურვილი.

- ემინი არის აზერბაიჯანელი შემსრულებელი და არა რუსი, როგორც გავრცელდა ინფორმაცია.

- არა, რა თქმა უნდა, ის აზერბაიჯანელია. ეგ კი არა, მაგას უნდოდა, რომ რუსულად ემღერა თარგმანი და ბუბამ ამაზე კატეგორიული უარი უთხრა. ამიტომ თავადაც ქართულად მღერის. რას ჰქვია დავთანხმდი, დავთანხმდებოდი, აბა, რა.

- ძალიან ლამაზი ხართ გარდენიაში გადაღებულ კადრებში.

- ძალიან დავიღალე გადაღებებზე. დილის 12 საათზე რომ მივედი, ღამის 11 საათამდე გაგრძელდა გადაღებები...

როგორ ვიტყოდი უარს, აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. შესანიშნავი ბიჭია, ძალიან პოპულარული იყო მოსკოვში და ახლა აზერბაიჯანში მოღვაწეობს. კარგი გაზრდილი ადამიანია. ძალიან კარგად მღერის ქართულად და ინგლისურად. დაწყნარდეს ყველა, რუსი არ არის და არც რუსულად ვმღერით, ემინიც მშვენიერი ქართულით მღერის". წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე:

ნახეთ კლიპი