ავტორი:

ჯო ბაიდენმა დასვენებისთვის მოიცალა - აშშ-ის პრეზიდენტი პაპარაცებმა სანაპიროზე, მზის აბაზანების მიმღებისას დააფიქსირეს (ფოტოები)

ჯო ბაიდენმა დასვენებისთვის მოიცალა - აშშ-ის პრეზიდენტი პაპარაცებმა სანაპიროზე, მზის აბაზანების მიმღებისას დააფიქსირეს (ფოტოები)

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გასულ შაბათს, პაპარაცებმა ოჯახთან ერთად, სანაპიროზე დასვენებისას დააფიქსირეს. პრეზიდენტი დელავერში, თავის სახლთან ახლოს იმყოფებოდა.

80 წლის ბაიდენი ცისფერ საცურაო კოსტიუმსა და პოლოს თეთრ მაისურში იყო გამოწყობილი.

უცხოური მედია ბაიდენს აკრიტიკებს იმისთვის, რომ დასასვენებლად დრო გამონახა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა თეთრ სახლში კოკაინი აღმოაჩინეს. შეგახსენებთ, რომ ნარკოტიკული ნივთირება თეთრ სახლში გასულ კვირას იოვეს.

"ნივთიერება შენობაში უსაფრთხოების რუტინული შემოწმების დროს, სამუშაო ზონაში იპოვეს", - აღნიშნული იყო აშშ-ის საიდუმლო სამსახურის განცხადებაში.