ავტორი:

"ჯერ ძალიან არ დაცხება" - როდიდან გამოიდარებს საქართველოში: სვეტლანა ნიორაძის პროგნოზი

"ჯერ ძალიან არ დაცხება" - როდიდან გამოიდარებს საქართველოში: სვეტლანა ნიორაძის პროგნოზი

საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს, თუმცა 17 ივლისიდან კვლავ მოსალოდნელია მცირე წვიმა დასავლეთ საქართველოში. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მან ასევე განმარტა, რომ ჯერჯერობით მაღალი ტემპერატურა ქვეყანაში მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება მიმდინარე უამინდობას, როგორც ნიორაძე აღნიშნავს, ეს ქვეყანაში ცივი ჰაერის მასების შემოსვლით იყო განპირობებული.

"დღეს, 11 ივლისს შენარჩუნდება ამინდის არახელსაყრელი პირობები, უფრო დასავლეთ საქართველოში. თუმცა დღის მეორე ნახევრიდან წვიმის ინტენსივობა იკლებს. ისეთ ინტენსივობით აღარ იწვიმებს, როგორც გუშინ და წუხელ. ასევე აღარ ველოდებით ასეთი სიძლიერის ქარს.

ხვალიდან მთელ საქართველოში გამოიდარებს, მათ შორის ზღვისპირეთში. უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურაც ნელ-ნელა მოიმატებს, ჯერ ძალიან არ დაცხება, მაგრამ 30 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას ველოდებით, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში. ეს უნალექო ამინდი შენარჩუნდება 16 ივლისამდე. 17-ში ისევ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოში.

ისეთ სერიოზულ შემოჭრას ცივი მასების, რაც ახლა გვქონდა, არ ველოდებით. გუშინ და გუშინწინ უამინდობის შესახებ ვიცოდით უკვე. გუშინ საკმაოდ სერიოზული გაუარესება გვქონდა ამინდის" - ამბობს სვეტლანა ნიორაძე.