ავტორი:

უკრაინის რადა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს - შესაბამისი მიმართვის მიღებას მხარი დაუჭირა 285-მა დეპუტატმა

უკრაინის რადა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს - შესაბამისი მიმართვის მიღებას მხარი დაუჭირა 285-მა დეპუტატმა

უკრაინის უმაღლესი რადა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს ჰუმანიტარული აქტის განხორციელებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

უკრაინის სახალხო დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებით, შესაბამისი მიმართვის მიღებას მხარი 285-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რეზოლუციის ტექსტში მითითებულია, რომ მისი მიღება გამოწვეულია სააკაშვილის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობით და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებლობით. ამიტომ, პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ უზენაესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს, დიმიტრი ლუბინეცს მიეცეს სააკაშვილთან წვდომის საშუალება.

უმაღლესი რადა ზურაბიშვილს ასევე მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო, „ჰუმანიტარული აქტის განხორციელების და შეწყალების“ მოთხოვნით.

გარდა ამისა, რადა მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის შესახებ.