ავტორი:

"ბაბლი დასცინის იმ ხალხს, ვინც საკუთარი ამოცანის შესასრულებლად თავდავიწყებით შევარდა მაღაზიაში. მე კიდევ მაგ ხალხს პატივს ვცემ" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ბაბლი დასცინის იმ ხალხს, ვინც საკუთარი ამოცანის შესასრულებლად თავდავიწყებით შევარდა მაღაზიაში. მე კიდევ მაგ ხალხს პატივს ვცემ" -  რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

თბილისში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს, ჰიპერმარკეტის მიერ გამოცხადებული მაღალპროცენტიანი ფასდაკლების გამო, ხალხის ძალიან დიდი ნაკადი მიაწყდა.

შეიძლება ითქვას, ეს საკითხი სოციალური ქსელების დღის განხილვადი თემა გახდა.

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება აღნიშნულ საკითხს და წერს:

"ბაბლი დასცინის იმ ხალხს, ვინც საკუთარი ამოცანის შესასრულებლად თავდავიწყებით შევარდა მაღაზიაში. მე კიდევ მაგ ხალხს პატივს ვცემ და რაღაცნაირად მინდა გამოვიცნო, რანაირად გადავაქციო პარტია იმად, რისკენაც ასეთივე თავდავიწყებით გაიქცევიან - იმიტომ რომ საკუთარ ამოცანას დაინახავენ შიგ. ფაქტია, რომ ენერგიას არ უჩივიან" - წერს ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქში".