ავტორი:

ლანჩხუთში ერთ-ერთ კორპუსში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ლანჩხუთში ერთ-ერთ კორპუსში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ლანჩხუთში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა, სავარაუდოდ, ორივე მათგანი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა.

მისივე თქმით, გარდაცვლილები 72 და 82 წლის იყვნენ.

"სამწუხაროდ სიმართლეა, ორი ქალბატონი ერთ-ერთ კორპუსში გარდაცვლილი ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ორივე მათგანი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გაიგუდა. შემთხვევა დაახლოებით 4-5 დღის წინ მოხდა. მეზობლები სუნმა შეაწუხა, რის შემდეგაც კარები გაჭრეს. გარდაცვლილები ერთმანეთის ბიძაშვილები არიან", - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 240 პრიმა მუხლის 3-ე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის , გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.