ავტორი:

თურქეთში ინტერპოლის მიერ ძებნილი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, გურამ ჩიხლაძე, იგივე "კვეჟოვიჩი" დააკავეს

თურქეთში ინტერპოლის მიერ ძებნილი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, გურამ ჩიხლაძე, იგივე "კვეჟოვიჩი" დააკავეს

თურქეთში პოლიციამ ქართველი, კრიმინალური ორგანიზაციის წევრი გურამ ჩიხლაძე დააკავა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფმა დაადგინა ეჭვმიტანილის საცხოვრებელი და ის სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

ჩიხლაძე, რომელიც, თურქული მედიის ინფორმაციით, ჯანიევის კრიმინალური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერია, მოსკოვში ჩადენილი მკვლელობისა და სხვა დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.