ავტორი:

შორენა ბეგაშვილი, მიმი შელია, სალომე ღვინიაშვილი და სხვები - სად და როგორ ისვენებენ ცნობილი ქართველები?

შორენა ბეგაშვილი, მიმი შელია, სალომე ღვინიაშვილი და სხვები - სად და როგორ ისვენებენ ცნობილი ქართველები?

წელს ქართული ბომონდის დიდი ნაწილი უცხოეთში ისვენებს, საქართველოს კურორტებს კი ის ხალხი ანიჭებს უპირატესობას, ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს. ამ სეზონზე უკვე მეორედ გადავავლოთ თვალი ცნობილი ქართველების დასვენების დღეებს.

შორენა ბეგაშვილი შვილთან, ევა ბარბაქაძეთან ერთად, ჩეხეთის გამორჩეულ საკურორტო ქალაქში, კარლოვი-ვარიში ისვენებს. ევა და შორენა სოციალურ ქსელში ცალ-ცალკე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ. ბოლო დროს გავრცელდა ჭორი, რომ ბეგაშვილზე ერთ-ერთი ცნობილი ქართველი ბიზნესმენია შეყვარებული. ცოტა ხნის წინ, შორენამ გრანდიოზული დაბადების დღე გადაიხადა, სადაც ქართული ბომონდური საზოგადოება მიიწვია. მოდელი და მსახიობი დიდი ხანია მედიასთან პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებს.

ცნობილი კინოფესტივალის მასპინძელი ფრანგული კურორტი კანი ცნობილია თავისი ულამაზესი სანაპიროთი. კანის სინონიმია კინო, ცნობილი ადამიანები და ფუფუნება. სწორედ საფრანგეთზე გააკეთა არჩევანი მილიონერ თოშა ქებურიას ცოლმა ქეთი ჟღენტმა. ქალი სამ შვილთან ერთად იდეალურად ისვენებს.

სალომე ღვინიაშვილი ახალ ფოტოებს თურქეთის ზღაპრულ ქალაქ ალჩათიდან აქვეყნებს, მანამდე კი მოდელმა და ტელეწამყვანმა დომინიკის რესპუბლიკაში იმოგზაურა, საიდანაც ულამაზეს კადრებს აქვეყნებდა.

რუსკა მაყაშვილი გერმანიაშია. მსახიობი და ტელეწამყვანი "ინსტაგრამის" გვერდზე ბერლინის ქუჩებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

ნანუკა გულუა მეუღლესთან და შვილთან ერთად ბაკურიანში ისვენებს. მსახიობი და ტელეწამყვანი მეორე შვილს ელოდება და ამ შემთხვევაში, არჩევანი ქართულ კურორტს მიანიჭა.

საქართველოში ისვენებს რუსი მილიარდერის იგორ ნეკლიუდოვის რძალი მირანდა (მიმი) შელია. რუსეთში მცხოვრებმა ქართული წარმოშობის ინფლუენსერმა და მოდელმა არჩევანი საკუთარ სამშობლოზე, კერძოდ კი, ქალაქ ბათუმზე გააკეთა. მიმის თან ჰყავს შვილი, რომლის სახეც აქამდე არსად გამოუჩენია.

იხილეთ ასევე: