ავტორი:

"ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და შესაძლოა, 40 გრადუსს მიაღწიოს" - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში და როდის გაწვიმდება საქართველოში

"ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და შესაძლოა, 40 გრადუსს მიაღწიოს" - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში და როდის გაწვიმდება საქართველოში

ბოლო რამდენიმე დღეა საქართელოში ჰაერის ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა. როგორც AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ამ ზაფხულში საქართველოში 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე თვეში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწიოს.

"ხვალიდან დასავლეთ საქართველოი ველოებით წვიმას. 25-ივლისს იწვიმებს მთელს საქართველოში, ხოლო 27 ივლისიდან ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და შესაძლოა, 40 გრადუსს მიაღწიოს. ჯერჯერობით მთელ საქართველოში 37 გრადუსზე მაღალი ტემპრატურა წელს არ ყოფილა" - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.