ავტორი:

"წელს, საბედნიეროდ, ლეღვის ნახარშით დამწვრობის შემთხვევა არ გვქონია. თუმცა გარუჯვასთან დაკავშირებული დამწვრობები კვლავ ხშირია" - როგორ გავირუჯოთ სწორად: გუგა ქაშიბაძის რეკომენდაციები

"წელს, საბედნიეროდ, ლეღვის ნახარშით დამწვრობის შემთხვევა არ გვქონია. თუმცა გარუჯვასთან დაკავშირებული დამწვრობები კვლავ ხშირია" - როგორ გავირუჯოთ სწორად: გუგა ქაშიბაძის რეკომენდაციები

"წელს, საბედნიეროდ ლეღვის ნახარშით დამწვრობის შემთხვევა ჯერ არ გვქონია. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ ზაფხულმა ბოლომდე ასე ჩაიაროს." - ამის შესახებ ambebi.ge-ს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

"ზოგადად, გარუჯვასთან დაკავშირებული დამწვრობები ჯერ კიდევ აქტუალურია. ძირითადად, სოლარიუმში მიღებული დამწვრობის მქონე პაციენტები საჭიროებენ დახმარებას და ასევე ზღვაზე, გარუჯვის წესების დაუცველობით გამოწვეული დამწვრობებიც არც თუ ისე იშვიათია.

მათ, ვინც ზღვაზე აპირებს დასვენებას, ვუჩევდი, რომ ყურადღბით მოეკიდონ ამ საკითხს.

ნუ გავლენ მზეზე მზისგან დამცავი კრემის გარეშე. ამასთან დღეში ერთხელ წასმა დამცავი კრემის არ არის საკმარისი, ყოველ 2 საათში უნდა განვაახლოთ ეს პროცედურა.

და რაც მთავარია, ნუ გახვალთ მზეზე შუადღის საათებში. შუადღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე დაუშვებელია გარუჯვა" - აცხადებს გუგა ქაშიბაძე.