ავტორი:

74 წლის ასაკში ჩარლი ჩაპლინის შვილი, მსახიობი ჯოზეფინ ჩაპლინი გარდაიცვალა

74 წლის ასაკში ჩარლი ჩაპლინის შვილი, მსახიობი ჯოზეფინ ჩაპლინი გარდაიცვალა

74 წლის ასაკში მსახიობი ჯოზეფინ ჩაპლინი გარდაიცვალა. ინფორმაციას ფრანგული მედია ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯოზეფინ ჩაპლინი ლეგენდარული ჩარლი ჩაპლინის 11 შვილიდან მეექვსე იყო. იგი 1949 წლის 28 მარტს, ჩარლი ჩაპლინისა და მისი მეოთხე ცოლის, ბრიტანელი მსახიობის, უნა ო'ნილის ოჯახში დაიბადა.

ეკრანზე პირველად სამი წლის ასაკში გამოჩნდა. The Hollywood Reporter-ის თანახმად, ჩაპლინი დიდი ხნის განმავლობაში პარიზში ცხოვრობდა და თავისი როლების უმეტესი ნაწილი ფრანგულ ფილმებში შეასრულა.

როგორც ცნობილია, იგი 13 ივლისს გარდაიცვალა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ 21 ივლისს გახდა ცნობილი. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.