ავტორი:

ირინა შეიკმა მილიარდერი მეგობრის ქორწილში ახალი სიყვარული იპოვა? - რას წერს მედია მოდელისა და მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენის რომანზე

ირინა შეიკმა მილიარდერი მეგობრის ქორწილში ახალი სიყვარული იპოვა? - რას წერს მედია მოდელისა და მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენის რომანზე

მოდელსა და სპორტსმენთან დაახლოებული წყაროების თქმით, ირინა შეიკი და ამერიკული ფეხბურთის ცნობილი მოთამაშე ტომ ბრეიდი ერთმანეთს ხვდებიან. როგორც ირკვევა, წყვილმა ერთმანეთი მაისში, მილიარდერი ჯო ნაჰმედის და მოდელ მედისონ ჰედრიკის ქორწილში გაიცნო. წყაროს ცნობით, ამ დღეს არაერთი მოდელი ცდილობდა ტომთან დაახლოებას და მათ შორის ირინაც იყო.

წყაროები იტყობინებიან, რომ ჟიზელ ბუნდჰენი სულაც არაა ბედნიერი იმ სიახლით, რომ ტომი და ირინა ერთმანეთს ხვდებიან. მედიის ცნობით, წყვილმა მთელი შაბათ-კვირა ტომის სახლში ერთად გაატარა. პაპარაცებმა ისინი ჯერ ირინას სასტუმროსთან გამოიჭირეს, შემდეგ კი ტომის სახლთან. წყვილი მანქანაში ერთმანეთს უღიმოდა, რა დროსაც ტომი მოდელს სახეზე მოეფერა.

ჯერჯერობით, წყვილს ამ ურთიერთობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ირინას და ტომს საქმეს ის უადვილებთ, რომ ორივე მათგანი მარტოხელაა. ტომი ახლახან გასცილდა ჟიზელ ბუნდჰენს და ამჟამად ის ჰოლივუდის ყველაზე სასურველი მამაკაცია.

წყარო: tmz

მოამზადა: ანა სიბოშვილმა