ავტორი:

"ერთნაირები ხართ..." - სალომე ღვინიაშვილის ქალიშვილი დედის ასლია: რა ფოტოებს აქვეყნებს ტელეწამყვანი?

"ერთნაირები ხართ..." - სალომე ღვინიაშვილის ქალიშვილი დედის ასლია: რა ფოტოებს აქვეყნებს ტელეწამყვანი?

სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში შვილთან, ტასო ხიზანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. დედა-შვილი ფოტოებზე დებს გვანან. "აუ, რა ლამაზები ხართ, ერთნაირები...“ - წერენ კომენტარებში.

სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი წლებია, რაც დაქორწინებულები არიან. სალომესთვის ეს მეორე ქორწინებაა. ულამაზეს მოდელს და ტელეწამყვანს პირველი ქორწინებიდან 21 წლის ვაჟი, დათუნა აბულაძე ჰყავს. სალომე და ზურა ორ საერთო ქალიშვილს ზრდის. ტასო 16 წლის არის, ნიტა - 14-ის.

ტელეწამყვანს ინსტაგრამზე 246 ათასი გამომწერი ჰყავს, სადაც პერიოდულად აზიარებს ოჯახურ ფოტოებს, სურათებს მოგზაურობიდან და რჩევებს თავის მოვლისა და სილამაზის ინდუსტრიიდან.

"დათუნა სტუდენტია. აუდიო-ვიზუალურ მედიახელოვნებას ეუფლება თბილისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში და აპირებს სწავლა ესპანეთში გააგრძელოს. უკვე ძალიან დიდი ბიჭია და ზოგჯერ გვავიწყდება, რომ დედა-შვილი ვართ, იმდენად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ტასო და ნიტა განსხვავებული ინტერესის ბავშვები არიან. ასე მგონია, აბსოლუტურად ყველაფერი იციან, რაც მათ გარშემო ხდება. პოლიტიკაშიც კი ერკვევიან. გოგონები ქართულ ხალხურ ცეკვაზე დადიან. ტასო ჯერ არ ჩამოყალიბებულა, მომავალში რომელ მიმართულებას აირჩევს პროფესიად, თუმცა უყვარს ტექნიკური საგნები − მათემატიკა, ფინანსები აინტერესებს და ალბათ, უფრო ფინანსურ-ეკონომიკურ მიმართულებას აირჩევს პროფესიად.

ჩემი შვილები საკმაოდ თბილი ბავშვები არიან და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს ზღვარი, რომლის მიღმა ზოგჯერ საკმაოდ მკაცრიც ვხდები. ცალკე აღსანიშნავია მათი საოცრად კარგი და მეგობრული ურთიერთობა მამასთან. ზურა (ცნობილი ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი, რედ.) მართლა შესანიშნავი მამაა და ალბათ, ბევრად უკეთესი მშობელი, ვიდრე მე. გამორიცხულია, რაიმე მიზეზით ყურადღება მოაკლოს შვილებს ან რაიმე გამორჩეს მათი ცხოვრებიდან. ბავშვებსაც მეგობრული დამოკიდებულება აქვთ მამასთან.“ - ამბობდა ჟურნალ Ok-სთან ინტერვიუში სალომე ღვინიაშვილი.