ავტორი:

ფოტოები თურქეთიდან, სადაც სამგზავრო ავტობუსი 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები: რას წერს თურქული მედია ტრაგედიაზე

ფოტოები თურქეთიდან, სადაც სამგზავრო ავტობუსი 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები: რას წერს თურქული მედია ტრაგედიაზე

თურქეთის ყარსის პროვინციაში, დილის 07:50 საათზე ერზრუმიდან ყარსის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნილი ავტობუსიდან დაშავებულების გამოსაყვანად სამაშველო სამსახურები მუშაობენ. პირველი დასკვნის მიხედვით, შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 22 დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ ჯანდაცვისა და სახანძრო ბრიგადები. ავარიის შესახებ ყარსის გუბერნატორმა წერილობითი განცხადება გააკეთა. განცხადებაში, ნათქვამია, რომ მომხდარს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ყარსში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მომხდარზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. დაშავებულები შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების მანქანებით ერზრუმისა და ყარსის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.