ავტორი:

"სევდიანი ტექსტებით არ გამოვირჩევი, მაგრამ..." - "კომედი შოუ“ სამმა მსახიობმა დატოვა: რას წერენ თემო ნიქაბაძე, გივი პაპავა და გიორგი ჩირგაძე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ?

"სევდიანი ტექსტებით არ გამოვირჩევი, მაგრამ..." - "კომედი შოუ“ სამმა მსახიობმა დატოვა: რას წერენ თემო ნიქაბაძე, გივი პაპავა და გიორგი ჩირგაძე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ?

"კომედი შოუ“ სამმა მსახიობმა დატოვა. თემო ნიქაბაძემ, გივი პაპავამ და გიორგი ჩირგაძემ განცხადებები სოციალურ ქსელში გაავრცელეს. შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2“-დან წამოსვლის შემდეგ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გადავიდნენ. მსახიობები წერენ, რომ ერთად აპირებენ დამოუკიდებელი პროექტების განხორციელებას.

თემო ნიქაბაძე:

- სევდიანი ტექსტებით არ გამოვირჩევი, მაგრამ ახლა მიწევს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომედი ჯგუფს ამ საოცარი 7 წლისთვის და ჩემი ოცნების ახდენისთვის, ეს პერიოდი არასდროს დამავიწყდება. მადლობა იმ შანსისთვის რაც მომეცით ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად. ამ ეტაპზე „კომედი ჯგუფში“ აღარ ვიქნები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისევ შევხვდებით, მიყვარხართ და გაფასებთ ყველას.

ასევე დიდი მადლობა ხალხო, თქვენ ამხელა სიყვარულისთვის, რასაც თქვენგან ვგრძნობ ქუჩაშიც და სმსებშიც", მარტო როცა ვრჩები ბევრჯერ მიფიქრია თუ რამხელა ბედნიერება ეს ჩემთვის. თქვენმა ამ სიყვარულმა ბევრი რთული მომენტი გადამატანინა, მიყვარხართ და მალე ბევრი სიახლეს შემოგთავაზებთ მე, გივი პაპავა და გიორგი ჩირგაძე.

გივი პაპავა წერს, რომ კომედი ჯგუფისგან ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო.

- მოკლედ, 7 წლის განმავლობაში ვიყავი ძალიან ნიჭიერი და ძალიან მაგარი ჯგუფის, „კომედი ჯგუფის“ წევრი. 7 წლის განმავლობაში მივიღე თითოეული ჯგუფის წევრისგან დიდი გამოცდილება და სიყვარული. ეს 7 წელი ჩემს ცხოვრებაში იყო, არის და ყოველთვის იქნება ყველაზე ბედნიერი, ყველაზე წარმატებული წლები. ამ წლების განმავლობაში „კომედი ჯგუფისგან“ მივიღე უდიდესი გამოცდილება და ყველაზე მნიშვნელოვანი - რაც ამ ჯგუფის და იმ საქმით, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი ამ ადამიანებთან ერთად, დავიმსახურე ხალხის სიყვარული. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის ყველაფრისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით მთლიან კომედი ჯგუფს. მადლობა უდიდესი გამოცდილებისთვის, მადლობა სიყვარულისთვის, მადლობა თითოეული დღისთვის, რაც თქვენთან ერთად გავატარე ამ 7 წლის განმავლობაში. დღეიდან აღარ ვიქნები ამ ჯგუფის წევრი, მაგრამ ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები თქვენი მეგობარი. ბევრი კარგი რამის თქმა მინდა, გისურვებთ უდიდეს წარმატებას.

გიორგი ჩირგაძე:

- მადლობა „კომედი შოუს“ მთლიან გუნდს, მადლობა მაყურებელს. მიხარია თუ ოდნავ წვლილი შევიტანე იმ გადასარევ საქმეში, რასაც „კომედი ჯგუფი“ 20 წელია თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენ მივდივართ და წარმატებები კომედის და წარმატებები ჩვენ.