ავტორი:

ფხენიანში დატყვევებული ამერიკელი ჯარისკაცის შესახებ ჩრდილოეთ კორეა პირველ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს

ფხენიანში დატყვევებული ამერიკელი ჯარისკაცის შესახებ ჩრდილოეთ კორეა პირველ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს

ჩრდილოეთ კორეა პირველად აქვეყნებს ინფორმაციას დაკავებული ამერიკელი ჯარისკაცის შესახებ. დიქტატორულ სახელმწიფოში ადასტურებენ, რომ ტრევის კინგი მათთან პატიმრობაში იმყოფება.

23 წლის ჯარისკაცი 18 ივლისს, დემილიტარიზებულ ზონაში იმყოფებოდა, როცა სამხრეთ კორეიდან საზღვარი გადაკვეთა, ჩრდილოეთ კორეაში გადავიდა, სადაც დააპატიმრეს.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩრდილოეთ კორეამ უპასუხოდ არ დატოვა დასავლეთის კითხვა და დაადასტურა, რომ ამერიკელი ჯარისკაცი მათ ტყვეობაშია.

ფხენიანისგან პასუხი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მზად არიან მოლაპარაკებების დასაწყებად.

ტრევის კინგი დაზვერვის სპეციალისტია, რომელიც ჯარში 2021 წლის იანვრიდან იმყოფებოდა და როტაციის ფარგლებში, სამხრეთ კორეაში იყო გამწესებული.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა