ავტორი:

"ყველას დაავიწყდა და ყველამ მიატოვა ოთხფეხა მეგობრები სტიქიის ზონაში ... არავის გამოჰყავს" - მოქალაქეები მეწყერში მოყოლილი ცხოველების გადასარჩენად მოხალისეებს ეძებენ

"ყველას დაავიწყდა და ყველამ მიატოვა ოთხფეხა მეგობრები სტიქიის ზონაში ... არავის გამოჰყავს" - მოქალაქეები მეწყერში მოყოლილი ცხოველების გადასარჩენად მოხალისეებს ეძებენ

სტიქიამ შოვში ადამიანებთან ერთად არაერთი ცხოველი მოიყოლა. სოციალური ქსელის გვერდი "თათები" ავრცლებს მიმართვას და დაკარგული ცხოველების გადასარჩენად თანადგომისკენ მოუწოდებენ მოხალისეებს.

"ყველას დაავიწყდა და ყველამ მიატოვა ოთხფეხა მეგობრები სტიქიის ზონაში ...ტოვებენ სიკვდილისთვის და არავის გამოჰყავს ...ვინ ხართ მზად, რომ ჩვენ, მე და თიკოს დაგვიდგეთ მხარში მათ წამოსაყვანად? ამ წუთას მე და თიკო ვარკვევთ მანქანის და სხვა საორგანიზაციო საკითხებს, ასევე, ვინ ხართ მზად ეს ცხოველები შეიფაროთ დროებით ან სამუდამოდ" - ვკითხულობთ პოსტში.

შოვში მეწყერი გუშინ ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 6 პირის ცხედარია ნაპოვნი.

ასევე იხილეთ: