ავტორი:

"ეს კადრები, რასაც უყურებთ ჩემი გადაღებულია... ბავშვი და მისი ბიძა მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ლაფი ითრევდა დაბლა" - მოქალაქე

"ეს კადრები, რასაც უყურებთ ჩემი გადაღებულია... ბავშვი და მისი ბიძა მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ლაფი ითრევდა დაბლა" - მოქალაქე

3 აგვისტოს შოვში შოვში ჩამოწოლილი მეწყერის დროს დაკარგულებს აქამდე ეძებენ. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 11 პირის ცხედარია ნაპოვნი.

ჯენი სულთანიშვილი ერთ-ერთი იყო, რომელიც იმ საბედისწერო დღეს სოციალურ ქსელში პირველი ჩაერთო და საზოგადოებას მომხდარის შესახებ მოუყვა. ქალბატონს ეკუთვნის კადრები, სადაც ჩანდა, როგორ გადაარჩინეს პატარა ბავშვი სტიქიის ზონაში. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ვიდეო, რომემლაც საზოგადოება შეძრა და ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე ყველა მიხვდა, რომ შოვში უმძიმესი მდგომარეობა იყო. ჯენი სულთანიშვილი დეტალურად წერს თუ რა მოხდა იმ საბედისწერო წუთებში და რის ფასად მოუხდათ პატარა გოგონას გადარჩენა...

ჯენი სულთანიშვილი:

- ეს კადრები რასაც უყურებთ ჩემი გადაღებულია, ჩვენი ბიჭების დახმარებით მოვახერხეთ მათი დახმარება, ბავშვი და მისი ბიძა მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ფიზიკურადაც, გამოვიყვანეთ ურთულესი მდგომარეობიდან, ჩემი ძმა შალვა( ბიძაშვილი), ზურა ჩემი თანამშრომელი, რომელიც შევიდა მათ დასახმარებლად ისინიც კინაღამ დავკარგეთ, ბავშვი ზურგზე მოიკიდა და ბავშვიანად ლაფში ცდილობდა გამოსვლას და ლაფი ითრევდა დაბლა და უფლის დახმარებით მისი დიდი ძალისხმევით გამოვიყვანეთ.

ხალხო ყველა ადამიანის ფსიქოლოგიას გაუფრთხილდით, ნუ გააკეთებთ არასწორ ინფორმაციას, ვისაც არაფერი გინახავთ, შორიდან ყურება და საუბარი ადვილია, თქვენ არ გინახავთ მაშველები რა მდგომარეობაში გადმოვიდნენ ჩვენთან, რა ლაფში გადმოვიდნენ - დავამტვრიეთ სკამები, ფიცრებად გამოსაყენებლად რომ ფეხი დაედგათ და ამ ლაფში გადაევლოთ, წაიღეს, ფეხ ქვეშ იდებდნენ და ასე გადაადგილდებოდნენ, იქნებ ვინმე ეპოვნათ, დაღამებამდე ველოდით იქნებ ვინმე ეპოვნათ და დახმარება კიდევ ვინმესთვის გაგვეწია.

ყველაზე ბოლოს გადმოვფრინდით, როცა თითქმის აღარაფერი ჩანდა. შორიდან ,,ბრძენობა" ადვილია არ იცით ყველა რა ძალისხმევას სწევდა და როცა უსაფრთხო ადგილზე გადმოვედი, უამრავი სასწრაფო დახმარება, ავტობუსები, ხალხი (არა ადგილობრივი), ადგილობრივებთან ერთად ერთსულოვნად იბრძოდნენ ყველას დახმარებას. მოდიოდა დამატებითი მაშველები, სასწრაფოები რომელიც ჩვენი რაიონის არ იყო.., ყველა ახლოს მყოფი რაიონებიდან და თბილისიდან უწყვეტ ნაკადად მოდიოდნენ. მთელ საქართველოს, მადლობას ვუხდი სიტყვიერი თუ ფიზიკური დახმარებისთვის.

გთხოვთ გაუფრთხილდით სხვის ემოციებს და ნუ გაავრცელებთ არასწორ ინფორმაციას რაც არ გინახავთ.