ავტორი:

"ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, არ გვიპოვია სამირა, უბრალოდ ლოკაცია გვაქვს მეზობლის ტელეფონიდან" - რას ამბობს დაკარგული სამირა ისაევას ძმა?

"ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, არ გვიპოვია სამირა, უბრალოდ ლოკაცია გვაქვს მეზობლის ტელეფონიდან" - რას ამბობს დაკარგული სამირა ისაევას ძმა?

შოვში მომხდარი მეწყრის დროს დაკარგულები არიან რუსთაველები 60 წლამდე მარინა ხორბალაძე, მისი შვილი 40 წლამდე მანანა ჯაჭვაძე, შვილიშვილი 4 წლის გიორგი ხორბალაძე და მათი მეზობელი 18 წლის სამირა ისაევა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამირა ისაევა თითქოს ცოცხალი იპოვეს და მასთან საუბარიც მოახერხეს, თუმცა გოგონას ძმამ ისკანდერ ისაევამ ჩვენთან საუბარში არ დაადასტურა.

"ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, არ გვიპოვია სამირა, უბრალოდ ლოკაცია გვაქვს მეზობლის ტელეფონიდან და ეგეც როგორც ჩანს ძველია. სამირა ჩვენ მეზობლებთან ერთად არის, 4 წლის ბავშვი, 60 წლის ქალი და 40 წლის გოგონა.

ამ ეტაპზე სხვა ინორმაცია არ მაქვს. ერთი ეგ ვიცი, რომ 25 ივლისს გავიდნენ რუსთავიდან, ჩემ დასთან ბოლოს კონტაქტი 2 აგვისტოს მქონდა, მითხრა, კოტეჯი დავიქირავეთო და იმის მერე არაფერი ისმის.“

შოვში მომხდარ მეწყერს ბოლო ინფორმაციით, 15 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველები 30-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ.

წაიკითხეთ ასევე: