ავტორი:

შოვში სტიქიას უკრაინელი ქალი ემსხვერპლა, მისი შვილის ძებნა გრძელდება - უკრაინის საგარეო უწყება ალინა პოლიკოვსკაიაზე

შოვში სტიქიას უკრაინელი ქალი ემსხვერპლა, მისი შვილის ძებნა გრძელდება - უკრაინის საგარეო უწყება ალინა პოლიკოვსკაიაზე

საქართველოში, სოფელ შოვში მეწყრის შედეგად უკრაინელი ქალი გარდაიცვალა. მისი შვილი გაუჩინარდა - შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"მისი შვილის ძებნა გრძელდება, რომელიც ასევე იმყოფებოდა ტრაგედიის ადგილზე. უკრაინის საელჩომ საქართველოში დაამყარა კონტაქტი გარდაცვლილის ნათესავებთან და თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან ცხედრის რეპატრიაციის მოსამზადებლად. ამასთან, ჩვენ ვამოწმებთ, იყვნენ თუ არა სხვა უკრაინელები სოფელ შოვში“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.

გარდაცვლილი ქალი ალინა პოლიკოვსკაიაა. ცხედარი რამდენიმე საათის წინ იპოვეს. როგორც ცნობილია, ზაზა მესხი შოვში, ერთ-ერთ კოტეჯში დასასვენებლად მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. 3 აგვისტოს ისინი შოვის დასათვალიერებლად ავტომობილით გავიდნენ, რის შემდეგაც მათთან კომუნიკაცია ვეღარ მოხერხდა.

თავის მხრივ, უკრაინის საელჩომ საქართველოში დაამყარა კონტაქტი გარდაცვლილის ნათესავებთან და თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან ცხედრის გადასსვენების პროცედურების მოსამზადებლად.

ქართული მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე სულ 15 ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილთაგან მხოლოდ ექვსის იდენტიფიცირება მოხდა. 24 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

შემთხვევის ადგილზე 600-მდე ადამიანი მუშაობს, მათ შორის სპეცტექნიკით მაშველები და სამხედროები. მათ მოახერხეს დანგრეული კოტეჯების გარღვევა, სადაც მიწაში რამდენიმე მანქანა იპოვეს. ექსპერტები აფრთხილებენ, რომ მეწყრის ადგილზე მიწა არასტაბილურია, ამიტომ მაშველებმა მოხალისეებს შემთხვევის ადგილის დატოვება სთხოვეს.

წაიკითხეთ ასევე: