ავტორი:

შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად რუსეთის მოქალაქე დაიღუპა

შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად რუსეთის მოქალაქე დაიღუპა

რუსეთის მოქალაქე, პერმიდან ქსენია ტრიჩევა საკურორტო სოფელ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებაში ადასტურებენ.

„დღეს მიღებული ინფორმაციით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს - ქალის ცხედარი მისმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქსენიას ოჯახისა და მეგობრების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მეწყერის დროს რომ რუსეთის მოქალაქე შესაძლოა სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, მედიამ დღეს გაავრცელა. გაუჩინარებული ქსენიას დედა პერმიდან საქართველოში გამოფრენას გეგმავდა.

მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე მხოლოდ 6 ადამიანის ცხედარია იდენტიფიცირებული.