ავტორი:

"ვერასდროს ვერავის ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს…" - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი?

"ვერასდროს ვერავის ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს…" - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი?

შოვში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი.

"მე ვერასდროს ვერავის ვერ ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს…

არანაირი ძალა და ძალაუფლება არ გამაჩნია პასუხი ვაგებინო ამაში დამნაშავე პირებს, მაგრამ იმის უფლებას ვიტოვებ, შეურიგებელი დავრჩე გადაწყვეტილების მიმღები ყველა ჩინოსანის მიმართ, ვინც რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საათი დააკარგვინა მეწყერის მსხვერპლებს მათი სიცოცხლის გადასარჩენად!

არაპროფესიონალიზმის, დილეტანტური და პროვინციალური მიდგომის, გაუაზრებლობის, უსაფუძვლო ამბიციურობის და ჩამორჩენილი მენტალიტეტის გამო გვაქვს ეს ტრაგიკული რეალობა, რომელიც დაატყდა ჩემ რაჭას და მის მკვიდრებს თუ მასპინძლებს!

ამასთანავე მახრჩობს სიბრაზის შეგრძნება ყველა იმ ადამიანის საბურველში გამოწყობილი გარეული ცხოველის მიმართ, ვინც სოციალურ ქსელებში გარდაცვლილებს პოლიტიკურ გემოვნებას და სოციალურ აქტიურობას უხსენებს, როგორი კომენტარებიც არაერთი შემომხვდა უკვე".

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში, უმძიმესი მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი. 7 აგვისტოს დილის მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია 19 დაღუპულის ცხედარი. კვლავ გრძელდება სამაშველო ოპერაცია დაკარგულების მოსაძებნად.

7 აგვისტო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლოვის დღედ გამოაცხადა.