რუსეთის ტყვეობიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ 22 უკრაინელი ჯარისკაცი დაბრუნდა, მათ შორის ორი ოფიცერი, რიგითები და სერჟანტები, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ისინი მონაწილეობდნენ ბრძოლებში სხვადასხვა მიმართულებით, გათავისუფლებულებს შორის არიან დაჭრილები. ყველაზე უფროსი 54 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა - 23 წლის", - დაწერა ერმაკმა „ტელეგრამზე“.
მისი თქმით, ყველა გათავისუფლებული გაივლის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციის, რეინტეგრაციის კურსს და სამედიცინო სპეციალისტების მხარდაჭერით მიიღებს აუცილებელ მკურნალობას.