ავტორი:

"ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი, გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო" - ღარიბაშვილი

"ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი, გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო" - ღარიბაშვილი

ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი, გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო, წაქცეული, მიწაზე გართხმული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

პრემიერის თქმით, მათ არ ადარდებდათ, არ ანაღვლებდათ ჩვენი დაღუპული გმირები, ის, რომ ტერიტორიები იბომბებოდა, რომ ვკარგავდით, რომ ხდებოდა ოკუპაცია.

„იმ ფონზე, როდესაც ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენს ხალხს და ჩვენს მომავალ თაობას, მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი, გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო, წაქცეული, მიწაზე გართხმული და ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა რომ იტყვიან და ნახა მთელმა საზოგადოებამ და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მსოფლიომ ნახა, საუბედუროდ. ასევე თქვენ გახსოვთ, რომ 9 აგვისტოს, მაშინ, როდესაც იბომბებოდა ჩვენი ქალაქები და ჩვენი გმირები იხოცებოდნენ ბრძოლის ველზე გმირულად, გახსოვთ მაშინდელი უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანაწერები, არსებობს ამის თაობაზე, თუ როგორ იქცეოდნენ ეს ადამიანები. საერთოდ მათ არ ადარდებდათ, არ ანაღვლებდათ ეს ჩვენი დაღუპული გმირები, ის, რომ ტერიტორიები იბომბებოდა, რომ ვკარგავდით, რომ ხდებოდა ოკუპაცია“, - განაცხადა პრემიერმა.