ავტორი:

ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა გატეხეს იმ რუსული კომპანიის კომპიუტერული ქსელი, რომელიც საკრუიზო, ბალისტიკურ და ჰიპერბგერით რაკეტებს აწარმოებს

ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა გატეხეს იმ რუსული კომპანიის კომპიუტერული ქსელი, რომელიც საკრუიზო, ბალისტიკურ და ჰიპერბგერით რაკეტებს აწარმოებს

სულ მცირე ხუთი თვის განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერების ელიტარული ჯგუფი ფარულად ახერხებდა სამხედრო-ინდუსტრიული კორპორაციის NPO Mashinostroeniya-ს კომპიუტერულ ქსელებში შეღწევას - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათივე განცხადებით, ჰაკერული ქმედებები 2021 წლის ბოლოს დაიწყო და 2022 წლის მაისში დამთავრდა, მას შემდეგ, რაც კომპანიის ინჟინრებმა საეჭვო აქტივობა დააფიქსირეს. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა სახის ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა ჰაკერებს.

აღსანიშნავია, რომ ციფრული შეჭრიდან რამდენიმე თვეში ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტების პროგრამაში ცვლილებების შესახებ განაცხადა, უცნობია უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი ჰაკერულ საქმიანობას.

ექსპერტები ვარაუდობენ, ჰაკერები შესაძლოა დაინტერესებულები ყოფილიყვნენ NPO Mashinostroeniya-ს მიერ გამოყენებული სარაკეტო საწვავის წარმოების პროცესით.

NPO Mashinostroeniya რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილესი სარაკეტო დეველოპერი კომპანიაა, რომელიც ბალისტიკურ და ჰიპერბგერით რაკეტებს აწარმოებს.

რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კორპორაციამ Reuters-ის შეკითხვებს არ უპასუხა. მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია არც რუსეთის საელჩოს ვაშინგტონში და არც გაეროში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლობას.