ავტორი:

"ნიკოლოზ რაჭველი ნებისმიერ ქვეყანას ხელის გულზე ეყოლებოდა. მხოლოდ საქართველოში შეუძლიათ ასე გაიმეტონ" - რას წერს პაატა ბურჭულაძე

"ნიკოლოზ რაჭველი ნებისმიერ ქვეყანას ხელის გულზე ეყოლებოდა. მხოლოდ საქართველოში შეუძლიათ ასე გაიმეტონ" - რას წერს პაატა ბურჭულაძე

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, ნიკოლოზ რაჭველთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და მუსიკოსისადმი საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება.

"ნიკოლოზ რაჭველი ნებისმიერ ქვეყანას ხელის გულზე ეყოლებოდა. მხოლოდ საქართველოში შეუძლიათ ასე გაიმეტონ, მაინტერესებს კიდევ რა დავალებას მისცემენ ტროლ-ბოტებს, კიდევ რას დააბრალებენ?!

ყველა ეს ბინძური კამპანია უკან დაუბრუნდებათ მის დამკვეთებს, თანაც ძალიან მალე .გული არ გაიტეხო ჩემო ნიკა!ვ იცი,რომ ძნელი გადასატანია ეს ცილისწამება.ჩემზე მაქვს გამოცდილი.ეს სიბნელე დიდხანს ვერ იარსებებს!მალე გამოიდარებს საქართველოში", - წერს ბურჭულაძე.

ცნობისთვის, შოვში მოხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ნიკოლოზ რაჭველმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ "ის ვერავის აპატიებს სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს" და ამ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აკრიტიკებდა

"არანაირი ძალა და ძალაუფლება არ გამაჩნია პასუხი ვაგებინო ამაში დამნაშავე პირებს, მაგრამ იმის უფლებას ვიტოვებ, შეურიგებელი დავრჩე გადაწყვეტილების მიმღები ყველა ჩინოსანის მიმართ, ვინც რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საათი დააკარგვინა მეწყერის მსხვერპლებს მათი სიცოცხლის გადასარჩენად", - წერდა მუსიკოსი.